რელიზები
25.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ამ დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორუფციის დამარცხების შემდეგ, საზღვაო ნაოსნობაში ახალი სტანდარტები დამკვიდრდა, რაც ამ სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, ეს არის პროფესია, რომელიც დაკავშირებულია რისკთან, სირთულეებთან და გამბედაობასთან. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ საზღვაო დარგი განვითარდეს და მსოფლიოში არავინ არ შეიტანოს ეჭვი ქართველი მეზღვაურის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმში.
პრეზიდენტმა დღესვე შვიდი ვეტერანი მეზღვაური, დარგის განვითარებაში განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის არიან ვეტერანი მეზღვაურები, კაპიტნები და ნავიგაციის უნივერსიტეტის ლექტორები.
დღევანდელი დღე 18 ათასმა ქართველმა მეზღვაურმა აღნიშნა.