Google+

რელიზები

26.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან ერთად, დღეს სართიჭალას ესტუმრა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს - "ალოობა-2011" დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მეწარმეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამერიკიდან შემოტანილი ჯაგერის ჯიშის ხორბლის დათესვა აგრარული სფეროს გავითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„წელს კარგი შედეგი მივიღეთ - 2007 წელთან შედარებით, მოსავლის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კი, შიდა მოთხოვნის 35 პროცენტის დაკმაყოფილებას შევძლებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. ამ პროგრამის ფარგლებში 2010 წელს ამერიკიდან 2 ათასი ტონა ჯაგერის ჯიშის ხორბალი შემოვიდა, რის შედეგადაც ფერმერებმა წელს რეკორდული მოსავალი აიღეს. მიხეილ სააკაშვილი ფერმერებს სასუქით და ტექნიკით დახმარებას დაჰპირდა.

„ჩვენ ბელარუსში დამატებით ახალ ტრაქტორებს შევისყიდით. თავდაპირველად მათი რაოდენობა დაახლოებით ათასამდე იქნება, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მთავარ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენი მთავრობა აგრარული მთავრობაა. ხალხის გამოკვება და სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება მსოფლიოში ყველა მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ჩვენთვის. მთავარი, რასაც უნდა მივაღწიოთ არის ის, რომ საქართველოში არც ერთი მტკაველი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. დამთავრდა ის დრო, როდესაც მიწების 90 პროცენტს მხოლოდ საძოვრებისთვის იყენებდნენ და მიწის მხოლოდ მცირე ნაწილს ამუშავებდნენ.  საქართველოში მიწის თითოეული მტკაველი უნდა დამუშავდეს. იმისათვის, რომ  ყოველი ჰექტარიდან მოსავლის მაქსიმალური რაოდენობა ავიღოთ, საუკეთესო სათესლე მასალა, საუკეთესო სასუქი და საუკეთესო ტექნიკა უნდა გამოვიყენოთ. თუ ამ პირობას შევასრულებთ (და ეს მომავალ წლამდე ეს ასეც იქნება), თუ ამ მიმართულებით ვიმოქმედებთ, საქართველოში 2015 წლამდე  დაუმუშავებელი მიწები საერთოდ აღარ დარჩება. ამ შემთხევეში კი, აუცილებლად შევძლებთ ვითარების გამოსწორებას. სწორედ ეს არის ჩვენი მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმა. სოფლის მეურნეობას წამყვანი ადგილი უკავია. 2015 წელს არც ერთი მტკაველი დაუმუშავებელი მიწა - ეს განხორციელდება!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რეგიონებში ხორბლის აღების პროცესი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს, რაც დანაკარგებს მინიმუმამდე ამცირებს. წელს ფერმერებმა ერთ ჰექტარზე სამი ტონა ხორბალი აიღეს, რაც წინა წლებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელია.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)