Google+

რელიზები

12.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა 
 

საქართველოს პრეზიდენტმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა, პროფესიული წინსვლა უსურვა და საჩუქრად საქართველოში დამზადებული მაღალი ხარისხის პორტატული კომპიუტერები გადასცა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა - სტუდენტებმა პრეზიდენტთან  ერთად მწვადიც შეწვეს.

როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, 2011 წლის გამოცდებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტთა მომზადების დონე გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, რაც განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა.

წელს საუკეთესო შედეგების მქონე ათივე სტუდენტმა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის ფაკულტეტებზე ჩააბარა, ხოლო ზოგადი მონაცემების მიხედვით, აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 40 პროცენტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების  მიმართულებით ჩაირიცხა. წინა წლებთან შედარებით საინჟინრო ფაკულტეტებზე მოთხოვნა 102 პროცენტით, ხოლო ზუსტ და საბუმებისმეტყველო ფაკულტეტებზე - 43 პროცენტით გაიზარდა.

გაიზარდა მოთხოვნა უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზეც, სადაც წელს საკმაოდ დიდი კონკურსი იყო - თითო ადგილზე შვიდი განაცხადი.

შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების სისტემაც. გრანტების 80 პრცოცენტი სწორედ საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე გადანაწილდა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)