Google+

რელიზები

22.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ლაგოდეხის კლინიკაში ახალშობილები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი ლაგოდეხში „არქიმედეს კლინიკას“ ესტუმრა, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 ჩვილი დაიბადა. მიხეილ სააკაშვილმა ლაგოდეხელი ახალშობილები და მათი მშობლები პირადად მოინახულა და მათ საჩუქრებიც გადასცა. ქვეყნის პირველმა პირმა მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა. პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის თაობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგსმით აღნიშნა, რომ საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი ხარისხიანი ჯანდაცვაა. მისი თქმით, შობადობის მაჩვენებლის ზრდაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგია.  

„ძალიან კარგია ამბავია, რომ ერთ დღეში 10 ახალშობილი გვყავს. ბოლო წლების განმავლობაში, ვარდების რევოლუციის შემდეგ მუდმივად პოზიტიური შობადობის ბალანსი გვაქვს. 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის გამო ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, მაგრამ თანდათან ისევ დაიწყო ზრდა. ეს არის ჯიუტი სტატისტიკა. ეს ძალიან პატარა საავადმყოფოა, მაგრამ აქ ძალიან ბევრი პაციენტი მოდის. ხშირად წამოგვაძახებენ ხოლმე, რომ ძველი, ბევრად დიდი საავადმყოფოების ნაცვლად, პატარა კლინიკები იხსნება. ძველები უფრო დიდი იყო, მაგრამ ისინი, პრაქტიკულად, აღარ ფუნქციონირებდა. იქ არც ხალხი მიდიოდა, არც აპარატურა ჰქონდათ და არც ექიმები იყვნენ დაკავებული, რითაც მათი კვალიფიკაცია თანდათან ქრებოდა. ახლა ხან ერთ სისულელეს იგონებენ, ხან მეორეს - თითქოს, აპარატურა დააქვთ აქეთ-იქით, პალატებში მსახიობებს აწვენენ და პაციენტების ნაცვლად მათ ახვედრებენ სააკაშვილსო... არ ვიცი რატო იგონებს ეს ხალხი მსგავს სისულელეს, რატომ სწყინთ ახალი საავადმყოფოების გახსნა და პროგრესი ამ სფეროში? პირიქით უნდა იყოს - ეს ყველასთვის არის. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს მთავრობის პოლიტიკაა, ან იმას, რომ ეს არის 150 საავადმყოფოს საპრეზიდენტო პროგრამა. ეს მხოლოდ იმის გამო კეთდება, რომ  საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი ხარისხიანი ჯანდაცვაა. თუ გვინდა ქვეყანაში ცხოვრება წინ წავიდეს და ასეც არის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე წელიწადი გვჭირდება ექიმების  გადამზადებისა და მათთვის სათანადო კვალიფიკაციის მისაცემად. აუცილებელია, რომ კიდევ ბევრი ღონისძიება განვახორციელოთ. უნდა დავხვეწოთ და სრულვყოთ სადაზღვევო სისტემა. ის, რომ კლინიკას ამდენი პაციენტი ჰყავს, თავისთვად, იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილისთვის აქ მკურნალობა უკვე ხელმისაწვდომია. თუმცა არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის ნაწილი, რომლისთვისაც ჯანმრთელობის დაცვა სრულად ჯერ კიდევ მიუწვდომელია. რა თქმა უნდა,  ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა სამედიცინო ხარჯები სათანადო ნიშნულზე შევაკავოთ. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან კარგი ამბავია ამდენი ბავშვის დაბადება და ლაგოდეხის საავადმყოფო  ამით, გამონაკლისი არ არის. მშობიარეთა რაოდენობა ძალიან ბევრგან არის გაზრდილი და თუკი ადრე ერთი ან ორი კერძო კლინიკა იყო თბილისში, სადაც ჩვენი შემდეგი თაობის ამქვეყნად მოვლენა ღირსეულად შეიძლებოდა, ახლა ასეთი საავადმყოფოები საქართველოში უკლებლივ ყველგან კეთდება. მსგავს კლინიკებში დაბადებული ბავშვები, დარწმუნებული ვარ, ცხოვრებას უკეთესად იწყებენ და, ასევე, იმედი მაქვს, ბევრად უკეთეს პირობებში გაიზრდებიან. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ჩვენი ახალი თაობა მშობლებისა და სამედიცინო პერსონალისთვის სამარცხვინო და დამამცირებელ გარემოში აღარ დაიბადება. მათი ამქვეყნად მოვლენა უკვე დაკავშირებულია პროგრესთან, სინათლესთან, სითბოსთან, განათებულ საავადმყოფოებთან და მზრუნველ სამედიცინო პერსონალთან. მინდა, ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა საქართველს პრეზიდენტმა.

„არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ მიერ აშენებული კლინიკა ლაგოდეხში 3 დეკემბერს გაიხსნა და ამ პერიოდის განმავლობაში იქ 80 ჩვილი დაიბადა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)