Google+

რელიზები

22.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო სამძიმარი შეერთებული შტატების მთავრობისგან მიიღო

დღეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ სელესტე ვალანდერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ამერიკული მხარის სამძიმრით დაიწყო, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობის სახელით სელესტე ვალანდერმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გამოთქვეს.  

„აშშ-ს მთავრობის სრული შემადგელობა ღმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინდელი დანაკარგის გამო. ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც თქვენ. ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თანგაწირვას და განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ფასეულობა რომელიც არასდროს დაგვავიწყდება“, - განაცახადა ჯონ ბასმა საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში სამი ქართველის სამხედროს დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ მათ საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს შეწირეს თავი.   

„გუშინდელი ამბავი, რა თქმა უნდა, მძიმე იყო ჩემთვის. გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს... როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება. ყველაზე მეტად მათ ოჯახებზე მაქვს აქცენტი, ამდენი წელია პრეზიდენტი ვარ და ეს დღემდე ყველაზე მძიმეა ჩემთვის - ის, რასაც ვერასდროს შევეჩვევი, არის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგება, მით უმეტეს, მსგავს გარემოებებში, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე. ჩემთვის ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან. დარწმუნებული ვარ, მათი მსხვერპლი, მათი ზვარაკად შეწირული  სიცოცხლე  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ისინი არ დაღუპულან ტყუილად, ისინი დაიღუპნენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის და ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ისე, რომ მათ ხსოვნას სათანადოდ მივაგოთ პატივი, დავეხმაროთ მათ ოჯახებს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ  მათმა თავგანწირვამ არა მხოლოდ ფუჭად არ ჩაიაროს, არამედ ჩვენი ქვეყნის ძლიერებას მოხმარდეს“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა .

ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ესწრებოდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)