Google+

რელიზები

17.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ცაგერის რეაბილიტირებული საავადმყოფო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი ცაგერში, დღეს, რეაბილიტირებულ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. კლინიკის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პაციენტები მოინახულა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა. ქვეყნის პირველი პირი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობითა და საავადმყოფოში არსებული პირობებით დაინტერესდა.  

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციისთვის სადაზღვევო კომპანიამ „აისი ჯგუფმა“ 3 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკა დეკემბერში გაიხსნა და უკვე 53 პაციენტი მიიღო სტაციონარული მკურნალობის ჩასატარებლად, ხოლო ამბულატორიული პაციენტი 2 ათას 500-მდე ჰყავდათ. განახლებული ჰოსპიტალი 25 საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. ახალ სამედიცინო ცენტრში პაციენტებს ყველა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ. ჰოსპიტალში გინეკოლოგიური, პედიატრიული, ქირურგიული, ლაბორატორიული განყოფილებები მუშაობს და იქ 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა  ადგილობრივი მცხოვრებია.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობასა და ახალი საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)