Google+

რელიზები

03.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა მომავალ ფეხბურთელებთან ერთად საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩადო. ქვეყნის პირველმა პირმა სტადიონის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, მომავალში ბაუთუმმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლოს.

„მთავარია, რომ ყველაფერი ავაშენოთ და არავის არაფერი არ დავანგრევინოთ. ამ სტადიონის ძირითადი ნაწილი ასლან აბაშიძემ დაანგრია, დატოვებული იყო პატარა ნაგლეჯი, რათა ბევრი ხალხი არ შეკრებილიყო. ადრე თუ გვიან საქართველო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებსაც გამართავს. ბათუმს ამდენი ხანი არ ჰქონდა სტადიონი და ბათუმლებსაც ჭირდებათ ყველაფერი.  აქვე იქნება ახალი წყალსადენი და ყველა სახლში წამოვა წყალი, ზღვაშიც აღარ ჩავა კანალიზაცია. ბათუმელებს სჭირდებათ დასაქმება, მაგრამ ამისთვის ბათუმი უნდა გაიზარდოს. ბათუმის წინა ბულვარი, რომელიც ზოგიერთებს ენატრება, სულ კილომეტრ-ნახევრიანი იყო, სულ მალე კი 18 კილომეტრიანი გახდება“, - აღნიშნა მიხიელ სააკაშვილმა.  

35 ათას მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო მოედანი ადლიის სანაპიროზე, ზღვიდან,დაახლოებით, ასი მეტრის დაშორებით აშენდება. პროექტის მიხედვით, მთლიანად მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, სტადიონისგარშემო წყლის აუზი გაკეთდება, რომელზეც საფეხმავლო ხიდები იქნება გადებული. სტადიონის პროექტი ქართველ არქიტექტორსდავით გოგიჩაიშვილის ეკუთვნის, ხოლო მშენებლობას კომპანია “ზიმო” აწარმოებს. საფეხბურთო მოედანი პირველ თამაშს,სიმბოლურად, წელიწად-ნახევარში უმასპინძლებს.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)