რელიზები
02.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმი სოლომონ წიკლაურის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი კაპიტანის, სოლომონ წიკლაურის დაკრძალვის ცერემონიას საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანი დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მის ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა.
სოლომონ წიკლაური გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და ჯილდო ოჯახს გადაეცა.
საქართველო რუსეთის საზღვართან განხორციელებული სპეცოპერაციის დროს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი.