Google+

რელიზები

12.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი თელავში ქალაქის განვითარების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თელავს ესტუმრა, სადაც ქალაქის განვითარების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება რეგიონის განვითარების გეგმაზე გაამახვილა და მათ იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც მთელი კახეთის მასშტაბით განხორციელდება. ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებს ახალი ინიციატივებიც გააცნო და აღნიშნა, რომ თბილისი-თელავის დამაკავშირებელი გზის გომბორის მონაკვეთზე აშენდება გვირაბი, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქიდან კახეთის ცენტრამდე ჩასვლა 40 წუთში გახდება შესაძლებელი. ახალი გვირაბის მშენებლობა 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება.

რაც შეეხება თელავის განვითარებას, მიხეილ სააკაშვილმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს დეტალურად შეეხო და განაცხადა, რომ ქალაქში 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის, მათ შორის, მუსიკალური და სამხატვრო სკოლების რეკონსტრუქცია იწყება, ასევე მთლიანად იცვლება თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა ჩანაცვლდება ზამთრის სასახლის ტიპის ნაგებობით. ამას გარდა, განახლდება თელავის ცხრა ქუჩა, ორი ცენტრალური და სამი პატარა მოედანი; კეთილმოეწყობა ექვსი სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი; თელავში მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო სისტემები და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბოჭკოვანი ინტერნეტი. რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომისთვის დასრულდება, რის შედეგადაც ქალაქის იერსახე მთლიანად შეიცვლება.

პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქის განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკის, საქართველოს მთავრობისა და კერძო ფონდების დაფინანსებით ხორციელდება და მისი რეაბილიტაციისთვის პირველ ეტაპზე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ თელავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას სამი ათასამდე სხვადასხვა სპეციალისტი დასაქმდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)