Google+

რელიზები

13.04.2012
მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოზურგეთიდან ქუთაისში გაემგზავრა, სადაც ბაგრატის ტაძრის გუმბათის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მეუფე კალისტრატეს გაესაუბრა და იქ დასაქმებულ ადამიანებსაც შეხვდა. მათთან საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ბაგრატის ტაძრის აღდგენა თაობათა ვალია, მათ შორის, უპირველესად, ეს ხელისუფლების მოვალეობაა.

ბაგრატის ტაძრის აღდგენის კონცეფციის შემუშავებაზე იუნესკოს ექსპერტები მუშაობდნენ. მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება, სრულად აღდგენილი ტაძარი კი შემოდგომით გაიხსნება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)