Google+

რელიზები

21.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ბიზნესმენს დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, რომელიც საქართველოს დღეს დილით ესტუმრა, პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპს სასახლე დაათვალიერებინა და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნო. როგორც ამერიკელმა მილიარდერმა აღნიშნა, საქართველოში დიდი საქმე კეთდება და თან ძალიან სწრაფად. მისი თქმით, ამ ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის დიდი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსადმი გამოხატული მეგობრული დამოკიდებულების, თანამშრომლობისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის, Trump Organization-ის პრეზიდენტი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.   

პრეზიდენტის სასახლიდან, დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბათუმში გაემგზავრა, სადაც ხვალ, 22 აპრილს 47-სართულიანი ცათამბჯენის „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)