რელიზები
09.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული ზაარბრუკენის მოედანი დაათვალიერა
მიხეილ სააკაშვილი დღეს ზაარბრუკენის მოედანი დაათვალიერა, სადაც 10 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოედნის სავალი ნაწილისა და საზოგადოებრივი სივრცის რეკონსტრუქციის პროცესი დასრულდა. პრეზიდენტი თბილისის მერთან ერთად განახლებულ უზნაძის ქუჩაზეც იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, რეაბილიტაცია ჩუღურეთის რაიონის ყველა ქუჩაზე უნდა მოხდეს და თბილისი მთლიანად უნდა გალამაზდეს. საამისოდ კი, პრეზიდენტის თქმით, მუშაობა 24 საათიანი გრაფიკით არის საჭირო.
რეკონსტრუქციის პროცესი 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო. შესრულდა თითოეული სახლის ფუნდამენტებისა და მზიდი კონსტრუქციების გამაგრების სამუშაოები. ზაარბრუკენის მოედანზე გამავალი მაგისტრალური კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელების სრულად არის რეაბილიტირებული. ამასთან, მოედნის გარშემო მოეწყო საფეხმავლო საზოგადოებრივი სივრცე, კეძოდ ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა გზა და აღნიშნული სივრცე აღმაშენებლის გამზირს საფეხმავლო პასაჟით დაუკავშირდა. დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა და ლამპიონები.