Google+

რელიზები

07.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს ყვარელში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში სენატორებს ჯონ მაკკეინს, ჯოზეფ ლიბერმანსა და ლინდსეი გრაჰამს, ასევე ამერიკის ახალ ელჩს რიჩარდ ნორლანდს უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა ამერიკელ სტუმრებს საკუთარი ვენახები დაათვალიერებინა.  ჯონ მაკკეინი ქართული ყურძნის ჯიშებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი მათ ქართული ჯიშების უნიკალურობაზე ესაუბრა და ღვინის დაწურვისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგიაც დეტალურად გააცნო.

სტუმრებმა პრეზიდენტთან ერთად, სიმბოლურად, რთველშიც მიიღეს მონაწილეობა და ტრადიციისამებრ, ქართული სიმღერის თანხლებით, ყურძენიც თავად დაწურეს.

„ეს ნამდვილი ადგილობრივი  ტრადიციაა - ღვინის დაწურვა ქართული სიმღერის თანხლებით“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)