Google+

რელიზები

03.07.2012
ბათუმში ორი ახალი სასტუმრო "World Batumi" და "აისი" გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში დღეს კერძო ტიპის ორი ახალი სასტუმრო გახსნა. ახალი დასასვენებელი კომპლექსის დათვალიერებისას, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში კერძო ინვესტიციებისა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მაგალითად ახლადგახსნილი სასტუმროები დაასახელა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, აჭარაში, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტთა რაოდენობა, უფრო მეტი მოთხოვნილება გაჩნდა სასტუმროებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

"ეს ახალი სასტუმრო ხულოელმა, ხოლო მეორე კი - შუახეველმა ააშენა. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ საქართველოში ყველაფერს უცხოელები დაეპატრონენ. მაგალითად, ეს სასტუმრო კრედიტით აშენდა და ამ კრედიტის ფულს ადგილობრივი მფლობელი ზუსტად 2 წელიწადში ამოიღებს. ამას გარდა,   სარგებელს კერძო ბინების მესაკუთრეებიც მიიღებენ, რადგანაც სახელმწიფო მთლიანად აგვარებს შიდა კომუნიკაციების პრობლემას. ყველგან იქნება გარე განათება, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები, შესაბამისად, ხალხს გაუჩნდება შესაძლებლობა, ისარგებლოს შექმნილი ტურისტული ბუმით, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვს. მთავარი არსი იმისა, რაც ქვეყანაში კეთდება, ხალხის პირად კეთილდღეობასა და მატერიალურ მდგომარეობაზე უნდა აისახოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
ბათუმში ახლადაშენებული სასტუმროები უკვე ამოქმედდა და პირველ დამსვენებლებსაც იღებს. ყოფილი საზღვაო ადმინისტრაციის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ,  ბუტიკის ტიპის სასტუმრო "World Batumi" 30-ნომრიანია, ხოლო გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე 14-სართულიან სასტუმროში "აისი" რვა კლასის შესაბამისი 38 ნომერია განთავსებული. ორივე პროექტი ქართული ინვესტიციით აშენდა და მთლიანად, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დაიხარჯა. 
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)