Google+

რელიზები

11.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ნომინაციაში „წლის ბიზნესი“ გამარჯვებული დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბიზნესდაჯილდოების „მერკური-2012“ ცერემონიალს დაესწრო, რომელიც უკვე მეორედ იმართება. მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ ამ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ მშენებლობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოში წარმოუდგენელი მასშტაბის აღმშენებლობა მიმდინარეობს. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება სახელმწიფოსა და ბიზნესის წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ პროცესში ბიზნესმა უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა სახელმწიფო მათ საკომუნიკაციო და ინფრასრუქტურული პროექტების სახით ყველანაირ პირობას უქმნის.

მიხეილ სააკაშვილმა ის პროექტები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება. მისი თქმით, აღმშენებლობის შეფასებაც სწორედ განხორციელებული პროექტების მიხედვით შეიძლება, რაც არის კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა, ახალი სარტანსპორტო კვანძები და მაგისტრალები, საკურორტო ზონები და ახალი ქალაქები, ახალი პარლამენტი, ახალი ინსტიტუციები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. მან ყურადღება ასევე სამხედრო წარმოებაზეც გაამახვილა, რომელიც საქართველოში 2008 წლის შემდეგ დაიწყო.  

საქართველოს ლიდერი ბიზნესის განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივაც გამორჩეულია.

პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური პროექტების გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების მქონე საზოგადოება იქმნება და ყველაფერი თანასწორობის პრინციპზეა აგებული. ამის მაგალითად მან პარლამენტში ახლადმიღებული კანონი დაასახელა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო უწყებებში  ნებისმიერ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ კონკურსის წესით დაინიშნებიან.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება დასაქმების საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. როგორც მან აღნიშნა, 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით უმუშევრობა 10 პროცენტით იქნება შემცირებული.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა წლის საუკეთესო ბიზნესიც წარადგინა და ნომინაციაში „წლის ბიზნესი“ გამარჯვებულს ჯილდო პირადად გადასცა.  

„მერკური 2012“ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ერთობლივი პროექტია.  ეროვნულ ბიზნესდაჯილდოვებაზე გამარჯვებულები 18 ნომინაციაში გამოვლინდა. გასულ წელთან შედარებით წელს მონაწილე კომპანიებისა და ნომინაციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამჯერად, ბიზნესფორუმს საგამოფენო ცენტრი ”ექსპო-ჯორჯია” მასპინძლობდა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)