Google+

რელიზები

06.12.2007
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბელგიელი და უკრაინელი დამკვირვებლები დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის განხორციელება დაიწყო და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებთან სატელეფონო საუბრები გამართა.

დღეს საუბრები შედგა ნინო ბურჯანაძესა და ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, არმან დე დეკერთან და ჰერმან ვან რომპუისთან. დღესვე, ნინო ბურჯანაძე ესაუბრა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, არსენიი იაცენიუკს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებს მიმართა თხოვნით, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოავლინონ საქართველოში. საუბარი ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)