Google+

რელიზები

12.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი რიჩარდ ლუგარი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა სენატორს სასახლე დაათვალიერებინა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა რიჩარდ ლუგარს ახალი პროექტები გააცნო და ყურადღება განათლების რეფორმასა და იუსტიციის სახლებში დანერგილ სიახლეებზე გაამახვილა. 

„ასე გამოიყურებოდა ჩვენი სკოლები 2004 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს. ახლა კი, ახალ სკოლებში, საუკეთესო საკლასო ოთახები გვაქვს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროგრამის ხელშეწყობით, ამ მიმართულებით კვლავაც ვმუშაობთ და მომავალი წლის დამლევამდე ყველა სკოლა ასეთი გახდება. ამას გარდა, ბათუმში ვაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომლიც კავკასიის რეგიონში, ისევე როგორც პოსტ საბჭოთა სივრცეში, ყველაზე მაღალი შენობა იქნება. ასევე, ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის თანახმად, ყველა პირველკლასელს ნეტბუკებს ვურიგებთ და მოვიწვიეთ 10 ათასი ამერიკელი პედგოგი, რათა მათ ქართულ სკოლებში ინგლისური ენა აწავლონ. სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში, ერთდროულად,  კიდევ 3000 ასეთი პედაგოგი გვეყოლება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ სენატორთან საუბრისას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)