Google+

რელიზები

26.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა გორში იუსტიციის სახლი გახსნა

 

 

 

 

 

 

 

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გორში ახალი იუსტიციის სახლი გახსნა, რომელიც 300-ზე მეტ მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს. ახალი შენობის პროექტი  ქართველ არქიტექტორს ირაკლი შარაშიძეს ეკუთვნის. გორის იუსტიციის სახლი 7 თვეში აშენდა, მის მშენებლობაზე კი 300-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა გორში განახლებული  ძველი  უბანიც დაათვალიერა, რომლის რეკონსტრუქციაც გორის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა.  შესრულებული სამუშოების შედეგად, 35 სახლის ფასადი შეკეთდა, მთელ რიგ სახლებზე დაშენდა მეორე სართულები, სადაც სხვადასხვა კერძო სასწავლებლები ამოქმედდა. ერთ-ერთი ასეთი სასწავლო ცენტრის სტუმარი დღეს ქვეყნი სპირველი პირიც იყო, რომელიც ინგლისურის გაკვეთილსაც დაესწრო. ახლადგახსნილ ცენტრში უკვე 500-ზე მეტი მოსწავლეა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორის ტურისტული პოტენციალის ზრდის პარალელურად, მსგავსი ცენტრების ამოქმედებაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან 15-16 წლის მოზარდებს, პროფესიის არჩევამდე, დასაქმების საშუალებას აძლევს. ახალგაზრდებთან საუბრისას, პრეზიდენტმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონის მასშტაბით იგეგმება და ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გორში სტუმრობისას, ქვეყნის პირველმა პირმა ახლადგარემონტებული სტადიონიც დაათვალიერა და  გორის „დილასა“ და რუსთავის „მეტალურგის“ საფეხბურთო მატჩსაც უგულშემატკივრა. სტადიონზე სარემონტო სამუშოები, სავარაუდოდ, წლის დამლევს დასრულდება და ქალაქს ევროპული სტანდარტების დონის მოედანი ექნება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)