Google+

რელიზები

30.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში რთველის მიმდინარეობა კიდევ ერთხელ გადაამოწმა

საქართველოს პრეზიდენტი საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში ოთარ გოდერძიშვილის ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი რთველის მიმდინარეობის შესახებ, ქვეყნის პირველმა პირმა ინფორმაცია პირადად გოდერძიშვილებისგან მიიღო, რომლებმაც ყურძნის ძირითადი ნაწილი ღვინის ქარხანას უკვე ჩააბარეს. მიხეილ სააკაშვილი მათ ოჯახის სარგებლობისთვის განკუთვნილი ყურძენის დაკრეფაში დაეხმარა. გოდერძიშვილების ვენახი 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშენებული.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი წნორში, მჭედლიშვილების ოჯახსაც სტუმრობდა, სადაც რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა. მასპინძლებმა თავის მხრივ ყურძნის ჩაბარების ფასზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს რომ   წელს ყველაზე სარფიანი მოსავალი ჰქონდათ. პრეზიდენტმა სტუმრობისას ,იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ  პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მათ შორის  წნორისა და სიღნაღის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გზის მშნებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელმწიფოს მხრიდან ასევე იგეგმება წყლის მაგისტრალური  სისტემისა  და შიდა გზების  შეკეთება.
 
წნორის შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტი დღეს თელაველ ნოდარ ბერძენაშვილს სტუმრობდა, რომლის ოჯახშიც პედაგოგების სამი თაობა ცხოვრობს. ოჯახის უფროსი იყალთოს სკოლის დირექტორია, მისი მეუღლეც ამავე სკოლის პედაგოგია, ხოლო დედას, პენსიონერ მარგო კობიაშვილს 50 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. პრეზიდენტთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა განათლების რეფორმისა და პედაგოგთა  ხელფასების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა ის რეფორმა იყო, რომელსაც სახელმწიფო განათლების სიტემაში ახორციელებს. გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა მასპინძლებს ახლადდაწურული ღვინით მოსავალი დაულოცა.
 
  


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)