რელიზები
10.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას დვანიდან მიმართა
„ჩემს უკან თქვენ ხედავთ იმ სამარცხვინო ფარდას, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტმა გაყო ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ძირძველი მიწა“, - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას დღეს დვანიდან მიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა განცხადება საოკუპაციო ზოლთან აღმართულ რკინის ღობესთან გააკეთა, სადაც ოკუპანტებმა საზღვრის მიმანიშნებელი ტრაფარეტიც დადგეს.