Google+

რელიზები

08.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი სურინამის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  სურინამის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ჯენიფერ სიმონს შეხვდა. საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სურანამის მხარეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც, ქვეყანამ ოკიპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხრივ გამოხატა. სურინამის დელეგაციამ დიდი ინტერესი გამოთქვა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და იმ გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოხატა, რომელიც საქართველომ განვლილ წლებში დააგროვა.

 „საქართველოს სულ უფრო მეტ ძალიან საინტერესო ქვეყანასთან ამყარებს ურთიერთობას და ჩვენთვის ეს კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორიოდე წლის წინათ, სანდრა და დედაჩემი იყვნენ სურინამში და ბევრ ოფიციალურ პირს შეხვდნენ. პირადად მე ორჯერ შევხვდი თქვენს პრეზიდენტს. იმ  პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა, მათ შორის საქართველოს ოკუპაციის არაღიარებისა, სურინამი ძალიან დაგვეხმარა სხვა რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებაში. ეს ურთიერთობა გადაიზარდა იმაში, რომ სურინამმა გამოთქვა სურვილი შეისწავლოს საქართველოს რეფორმები. თქვენ დღეს მოინახულეთ იუსტიის სახლი, მიდიხართ პოლიციის სამმართველოებში. საქართველოში გამოშვებული კომპიუტერები უკვე გამოვაგზავნეთ სურინამში და სურინამის სკოლებში დავარიგეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს კომპიუტერებს იყენებენ სურინამელი ბავშვებიც. ასევე გამიხარდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლად სურინამიდან პირველი რამდენიმე სტუდენტი ჩამოვიდა. ამ მხრივ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.  მაგალითად, ბათუმში იხსნება ძალიან კარგი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო უნივერსიტეტი და მათთან ვიმუშავებთ, რათა ტექნიკური უნივერსიტეტის მსგავსად, იქაც ჩამოვიყვანოთ სურინამელი სტუდენტები. საქართველო ხდება დიდი საერთაშორისო მოთამაშე. ვინაიდან მსოფლიოს პირველი რეფორმატორები ვართ, ჩვენ გვაქვს ამბიცია მსოფლიო მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, გვსურს ჩვენი გამოცდილებაც გავიტანოთ სხვა ქვეყნებში და ბევრი პარტნიორი შევიძინოთ, მით უმეტეს, ისეთი მეგობრული ქვეყნის სახით, როგორიც სურინამია. ჩვენ არ გვყას უმნიშვნელო პარტნიორები, ყველა ასეთი კონტაქტი საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. დიპლომატიის თვალსაზრისით,  სწორედ ბოლო წლებში მოხდა ასეთი გარღვევა და ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტთან ჩვენი კონტაქტების შემდეგ, ასეთი წარმომადგენობითი დელეგაცია გვესტუმრა საქართველოში“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

საუბრის  დასასრულს, პრეზიდენტმა სურინამის პრეზიდენთან გამართული შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)