Google+

რელიზები

12.09.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ვერტმფრენებთან დაკავშირებით გააკეთა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს დავუბრუნდეთ ამ თემას. პრემიერის განცხადებები გადადის სრულ აბსურდში, როდესაც იგი საუბრობს ექვს ვერტმფრენზე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ექვსივე ვერტმფრენი უნდა მომსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტს. რეალურად, ჩვენს მთაგორიან ქვეყანაში ეს ტრანსპორტი უნდა გამოგვეყენებინა ექსტრემალურ სიტუაციებსა და სამაშველო სამუშაოებისთვის. დროა, ამ თემაზე უსაგნო დებატები დასრულდეს საზოგადოების ლოგიკური დასკვნით, რომ მთავრობა ცრუობს და, ელემენტარულად, შეუძლებელია, პრეზიდენტმა ექვსი ვერტმფრენით ისარგებლოს. მთავრობა ასევე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ კაბინეტის წევრები არ სარგებლობენ ამ თვითმფრინავებით. ისინი იყენებენ ამ სატრანსპოტო საშუალებას და, უფრო მეტიც, იყენებენ პირადი მოხმარებისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობის წევრებმა უნდა იარონ, მოიზიდონ ინვესტიციები, განახორციელონ სხვადასხვა პროექტი და აშენონ ქვეყანა, ეს ნორმალური და აუცილებელია, მაგრამ სრულიად მიუღებელი და გაუგებარია, როდესაც ისინი თვალთმაქცობენ და, ვითომ, გმობენ ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენებას, ართმევენ ამ ტექნიკას სახელმწიფოს და საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებენ.

სამწუხაროდ, ვერტმფრენები ერთადერთი ფრანგული პროექტი არაა, რომლის ჩაგდებასაც მთავრობა ცდილობს. იმავეს ვხედავთ მესტიის საბაგირო გზის მაგალითზე, რომელიც მთლიანად სოციალური პროექტი იყო და მას ასობით ადგილობრივი მკვიდრის პირდაპირი დასაქმება და ტურიზმის განვითარება უნდა მოეტანა. სამწუხაროდ, მთავრობა ამ საბაგროს გაყიდვასაც ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მანაც ლაზიკის პროექტის, სარკინიგზო მაგისტრალის და სხვა მრავალ პროექტის ბედი გაიზიაროს. არადა ამ პროექტებით საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა იქმნებოდა“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)