Google+

რელიზები

10.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ალექსიძე წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ლევან ალექსიძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მის დამსახურებებზე გაამახვილა და პედაგოგიურ თუ სამეცნიერო სფეროში მის ღვაწლზე ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველას ერთად გვაქვს საფუძველი, რომ ვიამაყოთ ბატონი ლევან ალექსიძით. ბატონი ლევანი იყო და არის საერთაშორისო სამართლის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი. ახლა როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მიდის ბრძოლა, როდესაც მიმდინარეობს მთავარი დებულების გადახედვის პროცესი, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მორალურ მხარეს, რომელსაც იგი საერთაშორისო არენაზე საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად აკეთებს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის საქმე მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ლევან ალექსიძეს ქვეყნის პირველმა პირმა ჯილდო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დასასრულს გადასცა.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)