Google+

რელიზები

15.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი გოგელაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გიორგი გოგელაშვილს შეხვდა, რომელმაც ქუთაისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქცია თავისი ინიციატივით დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. გიორგი გოგელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ფრაქციის დატოვების მიზეზები განუმარტა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერტესებიდან გამომდინარე, საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელება მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სურს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ისე გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში როგორც ეფექტური მთავრობის, ისე ეფექტური ოპოზიციის არსებობა.

„მინდა დიდი მადლობა გითხრათ, იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას შემოუერთდით. ამ პერიოდში თქვენი გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის. ამას ვამბობ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ასევე, როგორც პრეზიდენტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც ეფექტური მთავრობის არსებობა ქვეყნაში, ისე ეფექტური ოპოზიციის. მაშინ, როდესაც ჩვენ ადგილობრივ თვითმართველობებზე ისტერიული კანონდარღვევითი ზეწოლა მიმდინარეობს, ხალხს აშანტაჟებენ და ატერორებენ, იჭერენ და მათ წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, მნიშვნელოვანია, ქუთაისის საკრებულოში  სამი წევრის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში შემომატება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ ორგანიზაციის ხელახალი გაძლიერება ალბათ სწორად ამ ქალაქში უნდა დაიწყოს. ხალხის ინტერესებზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)