Google+

რელიზები

13.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის კანონს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდნეტმა დღეს კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში ანდრო ბარნოვის მშობლების სახლში სტუმრობისას რუსეთის აგენტებისა და სხვა მძიმე დამნაშავეების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ახალმა მთავრობამ დღეს რუსეთის ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან გარეთ დიდი რაოდენობით, მათ შორის, კრილნიკოვი, გევორქიანი. თავმოყვარე ქვეყანა ამას არ აკეთებს. მაგრამ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც რუსებმა გაასამართლეს, როგორც საქართველოს მზვერავი. თუ ასე უნდ ამომხდარიყო, მოლაპარაკებები გვეწარმოებინა და გაგვეცვალა ისინი. რუსეთში გასამართლებულებს შორის ქართველებიც არიან, თან იმავე მუხლებით რომლითაც რუსეთის ჯაშუშები საქართველოში. მათზე უტყუარი მტკიცებულებები არსებობდა - ესენი აძლევდნენ კოორდინატებს, აჩვენებდნენ გზებს. კარგი იქნებოდა გაცვლა მომხდარიყო. კარგია, როდესაც ხალხი გარეთ გამოდის, მეც გამიხარდებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ - პრობლემა ექმნება სახელმწიფოს, პრობლემა ექმნება უსაფრთხოებას. მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისში რა ვითარება იყო საქართველოში. ჩვენ შევქმენით კარგად ორგანიზებული პოლიცია შესაბამისი აღჭურვილობით, ყველგან დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები და იმედია, ისეთ შედეგს არ მივიღებთ, რაც 90-იან წლებში იყო, მაგრამ მე მაინც მეშინია და არ მინდა, რომ ის, რასაც წლების განმავლობაში რუდუნებით უსაფრთხო გარემოს ვქმნიდით წყალს გავატანოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)