რელიზები
03.11.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კაპრალ რეზო ალავერდაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოხატა 2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ რეზო ალავერდაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.
აგვისტოს ომში დაღუპული 21 წლის კაპრალ რეზო ალავერდაშვილს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ და მისი იდენტიფიცირება დნმ-ს ანალიზით გახდა შესაძლებელი.
კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა და იგი დაჯილდოებულია მედლით- „სამშობლოსათვის თავდადებული“.
ქვეყნის პირველი პირი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა რეზო ალავერდაშვილის ოჯახის დახმარების მიზნით.