რელიზები
09.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
კოალიციის ლიდერი პრეზიდენტის სასახლეში ახალი ხელისუფლების სამუშაო ჯგუფთან ერთად მივიდა, რომელმაც, პარალელურად, მოქმედი მთავრობის სამუშაო ჯგუფთან გამართა შეხვედრა.
მოქმედი მთავრობის სამუშაო ჯგუფს წარმოადგენდენ დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, ხოლო კოალიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.