Google+

რელიზები

13.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში დასრულებული პროექტები დაათვალიერა 

საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი მესტიაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  მან სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციის პირველი, ძირითადი ეტაპი უკვე დასრულებულია. ახალ შენობაში განთავსებულია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო დარბაზები, ლაბორატორია, საცავი, სამუშაო ოთახები და კაფე. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე  მუზეუმში აუდიტორია და მედიათეკა მოეწყობა.

„წელს საქართველოში სამი საუკეთესო მუზეუმი კეთდება: ახალციხეში, ვანსა და მესტიაში. ამ მუზეუმთან დაკავშირებით, ზოგიერთებმა ერთი ამბავი ატეხეს - გვეუბნებოდნენ ხელი არ ახლოთო - ოღონდ რამის აშენებაში ხელი შეეშალათ...“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მესტიაში საქართველოს პრეზიდენტმა პიაცა გახსნა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლებული სასტუმრო Guest House - Daeli დაათვალიერა. საოჯახო ტიპის სატუმრო 8 ნომრიანია და, ერთდროულად, 25 სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმრო უკვე მოქმედებს და ამ სეზონზე პირველი დამსვენებლებიც მიიღო. სასტუმრო სახლის გარე ფასადი, რომელსაც ძველი იერსახე სახელმწიფოს დაფინანსებით შეუნარჩუნდა, ტრადიციული ხის ჩარჩოებით არის გაწყობილი. პრეზიდენტი იქვე ამერიკელ ფოტოგრაფსაც შეხვდა - ჟურნალის National Geographic ფოტოგრაფმა აარონ ჰიუეიმ, რომელიც მესტიაში პირველად 12 წლის წინათ ჩავიდა, მიხეილ სააკაშვილს იმდროინდელი ფოტოები აჩვენა.

„თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, აქაურობას ვერც იცნობ - ასეთი ტრანსფორმაცია, მართლაც,  დაუჯერებელია. მინდა ყველამ ნახოს, რა იყო ეს ადგილი ადრე და როგორია სვანეთი ახლა. ამ ფოტოებზე ასახულია მესტიის მთავარი მოედანი, სადაც მაშინ არაფერი იყო...“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი რამდენიმე თვის წინათ გახსნილ საავადმყოფოშიც მივიდა, სადაც სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და ის პაციენტები მოინახულა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფო დაზღვევით. პრეზიდენტმა ახალშობილიც ინახულა და გვიჩიანების ოჯახს მეექვსე  შვილის - ბარბარეს გაჩენა მიულოცა.  

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, მესტიაში კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)