Google+

რელიზები

17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი გლდანის მოსახლეობას შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი გლდანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ახალი სოციალური პროექტების დეტალები, სამომავლო გეგმები და ხელისუფლების ახალი ინიციატივა პირადად გააცნო. შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდება და კონკრეტული პრობლემების მოგვარების ვალდებულებასა და ამ პირობების შესრულებას პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„მთავარია ის, რაც ამ ხელშეკრულებაში წერია - გვიხაროდეს, რომ ვართ დასაქმებული, გვაქვს კარგი შემოსავალი, გვაქვს კარგი პერსპექტივა, მომავალი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ოჯახები არის დაცული. ეს არის ბევრად უფრო დიდი გამოწვევა და იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევებს ჩვენ ერთად შევეჭიდებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის   საუბრის ერთ-ერთი მთვარი თემა უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა და ქვეყანაში პროფესიული კადრების მომზადება იყო.

„ჩვენ  დიდი ამოცანები გვაქვს და  უნდა შევძლოთ ამ ამოცანების გადაწყვეტა. ამ მიზნისკენ უკვე მივდივართ. ახლა მთავარია უმუშევრობის დაძლევა, რათა  ხალხს  შემოსავალი გაუჩნდეს. წარმატებების მიუხედავად, ყველასთვის ის არის მთავარი თუ რა უდევს მაგიდაზე, როდესაც ბავშვი იღვიძებს, როგორ ჩაცმულს უშვებს მას სკოლაში, როგორი ბრუნდება უკან და რა პერსპექტივას აძლევს მას ქვეყანა. მთავარია დასაქმებული იყოს და დილით სამსახურში შეეძლოს წასვლა. მთავარია, ადამიანს, რომელმაც თავის შემოსავალი 50 წლის ასაკში დაკარგა, არ ჰქონდეს ცხოვრების დასასრულის  განცდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში იყოს სოციალური სამართლიანობა და ისეთი სოციალური ფონი, რომ ყველა მოქალაქეს მიუწვდებოდეს ხელი მაღალი ხარისხის ჯანდაცვისა და განათლების სისტემებზე. საუბარი შეეხო ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ათას-ლარიანი ვაუჩერის გამოყენების პრინციპსა და სადაზღვევო პაკეტში შემავალ მომსახურებასაც. პრეზიდენტმა დეტალურად განუმარტა მოსახლეობას რისთვის არის ეს ვაუჩერი. მისი თქმით, ვაუჩერის მეშვეობით მათ შეუძლიათ კომუნალური გადასახადების,  სახელმძღვანელოებისა და სასოფლო სამეურნეო სამუშოებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფარვა. სადაზღვევო პოლისით კი შესაძლებელია ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.

მოსახლეობასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა დასაქმების ახლადშექმნილ სამინისტროს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ უწყებას კონკრეტული  გეგმები და შესაძლებლობები აქვს მოიძიოს და დაასაქმოს ის მოსახლეობა, რომელსაც  დღეს არსებულ 6 ათასამდე თავისუფალ სამუშო ადგილისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს. ამ მხრივ, პრეზიდენტის განმარტებით , მნიშვნელოვანია ის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ბოლო პერიოდში გაიხსნა. როგორც მან აღნიშნა, ამ სასწავლებლების კურსდამთვრებულებზე კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მხრივ დიდი მოთხოვნაა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი  პირადად აკონროლებს ერთ-ერთი ასეთი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს, რომელიც გლდანში სექტემბერში გაიხსნება. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მთავრობისთვის პრიორიტეტულია ის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გარეუბნებში ხორციელდება. მათ შორის არის ევროპული ტიპის, თნამედროვე საცურაო კომპლექსიც, რომლის მშენებლობაც სექტემბერში დასრულდება.

შეხვედრისას, პრეზიდენტმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე და იმ წარმატებული რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელთა უმეტესობაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის სამაგალითო ნიმუშად იქცა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)