Google+

რელიზები

16.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს ლიბერთი ბანკის ფილიალში პირადად აკვირდებოდა სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს. დიდი რიგების გამო, მიხეილ სააკაშვილმა ბანკის ხელმძღვანელობას პროცესის მოწესრიგება მოსთხოვა, ხოლო პენსიონერებს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, სადაზღვევო პოლისების მეშვეობით, 1 სექტემბრიდან, დამატებით, მილიონზე მეტი ადამიანი შეძლებს დიაგნოსტიკურ გამოკვლევას, ამბულატორიულ მკურნალობას, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების გაკეთებას და სხვა ჰოსპიტალური მომსახურების მიღებას. 

„ერთი, რასაც საქართველოს ყველა პენსიონერს ვპირდები არის ის, რომ დღეიდან არც ერთ საპენსიო განყოფილებაში, არავინ რიგში აღარ ჩადგება. თუკი მსგავსი რამ კიდევ შევნიშნეთ, ამ პროექტს გადავცემთ იმ ბანკს, რომელიც მას რიგებისა და ხალხის პატივისცემის პირობებში განახორციელებს. ეს პენსია დღეს იმაზე ნაკლებია, რაც რეალურად გეკუთვნით. თქვენ ბევრად მეტს იმსახურებთ - ეს ერთი. მეორე, თქვენ იცით, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს წელს 140 ლარიანი საპენსიო პაკეტი ექნებათ, მომავალ წელს კი, ეს მაჩვენებელი 100-დოლარს მიაღწევს. ჩვენ ახლა გაძლევთ პოლისს, რომლის საშუალებითაც საქართველოში 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისთვის ანაზღაურდება სამედიცინო მომსახურება და წამლების რაოდენობის სერიოზული ნაწილი. საავადმყოფოებს, რომლებსაც ვაშენებთ ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ჩაქვში, ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ. მათ იმისთვის არ ვხსნით, რომ თავი მოვიწონოთ. ეს იმისთვის კეთდება, რომ თუკი რამე აგტკივდებათ, პრობლება აღარ გქონდეთ. მესამე, თქვენ იცით, რომ ახალი მთავრობა გვყავს, რომლის მთელ შემადგენლობას პირადად ვთხოვე, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველა ოჯახთან ინდივიდუალურად გააფორმოს ხელშეკრულება 1000-ლარიანი ვაუჩერის მიღების თაობაზე, რომელსაც გამოიყენებს დასაქმების, სოციალური დახმარების, შვილების ხელშეწყობის თუ სოფლის მეურნეობის წარმოების თვალსაზრისით.  თავის დროს, ასე გავაკეთეთ მაშინ, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და თბილისში ვიყრიდი კენჭს. მსგავსი რიგები აღარასდროს აღარ უნდა ვნახო, თუნდაც შემთხვევით - როგორც დღეს. ისიც კარგად ვიცი როგორი გაჭირვებაა ბათუმში. ერთი მხრივ, ამდენი ტურისტი ჩამოდის და ტურისტული ბუმი გვაქვს, რაც გვახარებს - ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდათ, სასტუმროებში ხალხი დასაქმდა, პროდუქციას აწარმოებს და ყიდის, ხოლო მეორე მხრივ, თუკი რომელიმე პროდუქტი თბილისში ღირს ლარი, აქ შეიძლება ღირდეს 5-6 ლარი - რა ქნას ამ დროს იმ ადამიანმა, ვისაც არც სასტუმრო აქვს, არც ოჯახში ბინა არ აქვს გაქირავებული, პროდუქტი გაუძვირდა? ამიტომ მე გპირდებით, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ და განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ, რათა პენსიონერებსა და დაუცველ ხალხზე არ გადატყდეს ეს ჯოხი. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ არც სეზონი ჩავარდეს, რომლითაც ხალხი ხეირობს და არც ვინმე დაიჩაგროს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაცემა დღეს დაიწყო, რომლებიც ძალაში 2012 წლის 1 სექტემბრიდან შევა. სახელმწიფო დააზღვევს საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს. თითოეული მათგანი სადაზღვევო პოლისს ლიბერთი ბანკის საშუალებით, პენსიასთან ერთად მიიღებს, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და სტუდენტები პოლისებს საქართველოს ფოსტის საშუალებით რეგისტრაციის მისამართზე მიიღებენ.

ამჟამად, სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს, ხოლო კერძოდ დაზღვეულია, დაახლოებით, 500 ათასი ადამიანი. შესაბამისად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში, მთლიანად, 2მილიონ 400 ათასამდე მოქალაქე, ანუ ყოველი მეორე იქნება დაზღვეული.  

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)