Google+

რელიზები

12.07.2012
მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და პარკის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებს გაესაუბრა და კონკრეტული დეტალებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ  სანაპირო ზოლის ეს მონაკვეთი რეგიონის მასშტაბით ყველაზე რთული და დაზიანებული იყო და მის აღდგენას საარსებო მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, რომ არა დაწყებული სამუშაოები, სამ წელიწადში ნაპირი აღარ გვექნებოდა. ნაპირსამაგრი სამუშაოები 30 ივლისს დასრულდება და ამ საქმისთვის 3 მილიონ 993 ათასი ლარი დაიხარჯება.

ქვეყნის პირველმა პირმა ქობულეთის პარკში მიმდინარე სამუშოებიც დაათვალიერა, სადაც,  ერთდროულად, ექვსი ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებსაც გაესაუბრა, რომელთა შორის, ამერიკელი მასწავლებელიც იყო.  

„ძალიან კარგია, რომ ადგილობრივებმა მიიღეს კვალიფიკაცია და იყენებენ კიდეც მას. სეზონზეც მუშაობენ, მაგრამ ამ ბულვარის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს ქუჩები, სასტუმროები აქ გამოვა. ადრე ამის შესაძლებლობა არ იყო, მაგრამ მაშინაც ბათუმის აღმშენებლობა დაიწყო და  ქობულეთის გაკეთება ვერ მოვასწარით. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ახლა ქობულეთი უკეთესად გაკეთდება. ჩვენი კონცეფცია ბევრი საჯარო სივრცის შექმნის თაობაზე, რისი ინიციატორიც ლევან ვარშალომიძეა, მთელ საქართველოზე ვრცელდება და ყველგან ვახორციელებთ. ბევრგან, სადაც საუკეთესო კურორტებია, ყველაფერი კერძოა. ბათუმში ჩვენ 22-კილომეტრიან ბულვარს ვაკეთებთ, არადა, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, როდესაც ლევანი გახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მაშინ კილომეტრსა და შვიდას მეტრს თუ აღწევდა. ხალხს, რომელიც საქართველოში ჩამოდის სტუმრად, სასტუმროებში საკმაოდ დიდ თანხას ახდევინებენ და ჩვენ მათი გაიაფების მიმართულებითაც ვმუშობთ. მოცეკვავე შადრევნები, ეს პარკები, ეს სავარჯიშოები, ეხლა ეს უფასო კინოთეატრი - ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ხალხს, რომელიც აქეთ გამოვა ყველაფერი უნდა ქონდეს უფასო დაწყებული პლაჟების 99 პროცენტით და დამთავრებული კინოთეატრებით, ამ ბავშვთა ატრაქციონებით  და ეს არის ჩვენი ბრენდი. ვფიქრობ, ეს არის ვარდების რევოლუციის ბრენდი - ყველაფერი ხალხისთვის; ყველაფერი უფრო მეტი საჯარო სივრცისთვის. ადამიანებმა ამით მაქსიმალურად უნდა  მიიღოს სარგებელი“, - განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.

პროექტის ფარგლებში დაიწყო შადრევნის რეაბილიტაცია, შენდება მხატვრის სახლი და ამფითეატრი, ჩოგბურთის მოედანი, განახლდება ტბა. ასევე მოეწყობა სასეირნო ბილიკები, ატრაქციონები და სხვა გასართობი ობიექტები. ამას გარდა, სასტუმრო „ჯორჯიან პალასიდან“ სასტუმრო „კოლხეთამდე“ ერთ კილომეტრზე გამაგრდება ჯებირები. უკვე შესრულებულია სამუშაოების 40 პროცენტი. პარკის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან 1 მილიონ 350 ათასი ლარია გამოყოფილი და  სამუშაოები, სავარაუდოდ, 28 ივლისს დასრულდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)