Google+

რელიზები

06.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალშობილი ტყუპები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქალთა სამედიცინო ცენტრში "ახალი სიცოცხლე“  ახალშობილი ტყუპები მოინახულა. ნონა ვარშანიშემ 4 ივლისს ოთხი ტყუპი - ორი ბიჭი და ორი გოგონა საკეისრო კვეთით ამავე კლინიკაში გააჩინა. დედაც და პატარებიც - დიმიტრი, ბარბარე, ანდრია და მაია - თავს კარგად გრძნობენ. მიხეილ სააკაშვილმა ოჯახს მათი დაბადება პირადად მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა. მათთან საუბრისას, პრეზიდენტმა  ყურადღება შობადობის დონის ამაღლებაზე გაამახვილა. ნონა ვარშანიძე და მისი მეუღლე - დიმიტრი კოღუაშვილი ბათუმში ცხოვრობენ. მათი უფროსი ქალიშვილი ნინი, 12 წლისაა. 

„ვარდების რევოლუციის შემდეგ შობადობის დადებითი ბალანსი გვაქვს. 2003 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 15 პროცენტით გაიზარდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ერის დაბერება არ მოხდეს. ქვეყანაში მიგრაციის ბალანსიც დადებითია. ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 5-6 პროცენტით გაიზარდა,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა „ახალ სიცოცხლეში“ კიდევ ორი ახალშობილი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა საჩუქრები პატარა ალექსანდრე ქაჯაიასა და სანდრა ზირქვაძეს მიუტანა.  პატარა სანდრას სახელი პირველი ლედის პატივსაცემად დაარქვეს, რადგან ოჯახს ბავშვი 12 წლის განმავლობაში არ ჰყავდა. მკურნალობისა და ორსულობის პერიოდში დედას მზრუნველობას სანდრა ელისაბედ რულოვსი უწევდა. 

„რამდენიმე დღის წინ სანდრამ ევროკავშირში იმ პროექტისთვის მიიღო პრემია, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უწყობს ხელს. მთელი რეგიონის რამდენიმე დიდ ქვეყანას შორის ერთადერთი ქართული პროექტი გამოარჩიეს, რაც, თავის მხრივ, ძალზე დიდი მხარდაჭერაა ჩვენთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის პროექტმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საუკეთესო საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის რეგიონში, ევროკავშირის განვითარების და თანამშრომლობის დირექტორატის  DEVCO 2012-ის ჯილდო მიიღო და სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ 37 პროექტს შორის  საუკეთესოდ დასახელდა. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის პროექტი მიზნად ისახავდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. საინფორმაციო კამპანია საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟითა და ხელშეწყობით, მის მიერ ინიცირებული პროექტის Don't Worry, Be Healthy!-ის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ითვალისწინებდა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)