Google+

რელიზები

13.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრში ღია კარის დღეს დაესწრო. სწავლის მსურველებთან ერთად, იქ იმყოფებოდნენ სხვადასხვა სასტუმროების გენერალური მენეჯერები, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული დაასაქმონ ამ სკოლის კურსდამთავრებულები. ქვეყნის პირველი პირი მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ესაუბრა, კერძოდ, იმ ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო, რომლებიც ქვეყანაში უკვე ხორციელდება და რაც, პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. მიხეილ სააკაშვილმა ამ ცენტრში სწავლის მსურველებსაც მიმართა და მათ ამ სკოლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ახალი სკოლა 1 აპრილს გაიხსნება. ამ ეტაპზე ცენტრში მსურველებს განაცხადების შეტანა და დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. დაინტერესებულ პირები აქ სასტუმროსა და ტურიზმის მენეჯმენტის განხრით სპეციალიზებული კურსებს გაივლიან. ტურიზმის ცენტრში სწავლება ამერიკული და ბრიტანული პროგრამებით მიმდინარეობს, ამიტომ, აქ სწავლის მსურველთათვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. შესაბამისი კურსის გავლის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეებს დიპლომები და საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცემათ. კურსდამთაავრებულები საქართველოსა და უცხოეთში სტაჟირებასაც გაივლიან, მათ შორის, კატარსა და დოჰაში სთარვუდის ქსელის სასტუმროებში ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა. ცენტრის კურსდამთავრებულებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების პერსპექტივაც აქვთ საბაკალავრო პროგრამებს ისინი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებში გაივლიან. ცენტრის მიზანია სასტუმროს მენეჯმენტისა და, ზოგადად, ტურიზმის მიმართულებით გადამზადების საერთაშორისო სტანდარტის პროგრამები დაინერგოს. სამომავლოდ, ცენტრში შესაძლებელი იქნება მოკლევადიანი კურსების გავლაც.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)