Google+

რელიზები

02.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა.  მიხეილ სააკაშვილმა და დევიდ პეტრეუსმა, შეხვედრისას, ბევრი აქტუალური საკითხი განიხილეს. საუბრის დროს გენერალმა ისიც გაიხსენა, რომ იგი ერთადერთი ამერიკელი გენერალი იყო, რომელიც ქართველ სამხედროებს ორ  ფრონტზე - ერაყსა და ავღანეთში ხელმძღვანელობდა.  როგორც დევიდ პეტრეუსმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, იგი აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცების მამაცობით და მათი მებრძოლი სულით.

საქართველოს პირველი პირისა და გენერალ პეტრეუსის შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში გაიმართა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)