Google+

რელიზები

10.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გთავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. მეზღვაურთა ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილმა ტყვეობიდან მათი დახსნა მიულოცა.  

„ჩვენი მეზღვაურების სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობდით ამ საკითხზე. ერთი დღეც არ ყოფილა, მეზღვაურთა გათავისუფლებაზე რომ არ მეფიქრა. ძალიან ვნერვიულობდი, რამდენჯერმე  ჩიხშიც აღმოვჩნდით, მაგრამ ერთი წამითაც არ დაგვიყრია ფარ-ხმალი და არ გვიფიქრია შევგუებოდით მათ მდგომარეობას. საქმეს ისიც ართულებდა, რომ დატყვევებულ 600 ადამიანს შორის, ინგლისისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იყვნენ და ამ პრობლემის გადაჭრა მათ მთავრობებსაც უჭირდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეგობრები გვირჩევდნენ, რომ არ ჩავრეულიყავით, რადგან მეზღვაურების გასათავისუფლებლად ჩვენი მასშტაბი ვერ გაწვდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ შევჩერებულვართ, ყველანაირი განკარგულება გავეცით და მრავალჯერ გავგზავნეთ კიდეც ხალხი. მთელი უბედურება ის იყო, რომ ამაზე საჯაროდ ვერც ვსაუბრობდით. ათასგვარი კრიტიკა წამოვიდა ჩვენი მისამართით, მათ შორის ზოგიერთი დატყვევებული მეზღვაურის ოჯახის წევრის მხრიდან. პრინციპში ეს გასაგებიც იყო, რადგანაც ჩვენი მოქმედებების შესახებ ვერც მათ ვეუბნებოდით რაიმეს - წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ჩაგვეშლებოდა. ძალიან დიდი მოთმინებითა და დელიკატურობით, ძალიან კარგად იმუშავა გიორგი კარბელაშვილმა. ასევე, დიდი სამუშაო გაწია ვერა ქობალიამ, რომელიც იქ, საერთაშორისო ორგანიზაციაში რამდენჯერმე გავგზავნეთ. მას შემდეგ, რაც გარკვეული გზები გვასწავლეს, გიორგი კარბელაშვილმა ნახევარი მსოფლიო მოიარა, საჭირო ხალხს დაუკავშირდა, შეხვდა, ესაუბრა, სხვადასხვა გზა გამონახა და ბოლოს, რა თქმა უნდა, შედეგსაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს იმის მაგალითია, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი ხალხი არ ჰყავს. საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს. იმაზე მაღალი ამბიცია, იმაზე მაღალი ამოცანა, ვიდრე ჩვენი ყოველი მოქალაქის ინტერესების დაცვა, მათი მომავლის გადარჩენა, არც როგორც მთავრობას და არც როგორც სახელმწიფოს, ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო დღეების განმავლობაში გიორგი კარბელაშვილს დღეში, დაახლოებით, 20-ჯერ ვურეკავდი და საქმის ვითარებას ვეკითხებოდი. გუშინწინ, როდესაც მათი გათავისუფლების ამბავი საბოლოოდ შევიტყვე, შვებით ამოვისუნთქე. მინდა ეს წარმატება მეზღვაურების ოჯახებს მივულოცო, რადგან შვილებს, დედებსა და მეუღლეებს თავიანთი საყვარელი ხალხი უბრუნდება, ჩვენ კი ჩვენი მოქალაქეები გვიბრუნდებიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)