Google+

რელიზები

01.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი ხულიო იგლესიასს პირადად შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში, საახალწლო კონცერტის დაწყებამდე, ცნობილ ესპანელ მომღერალს ხულიო იგლესიასს პირადად შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მეგავარსკვლავს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, სტუმარს მის მშობლიურ ენაზე გაესაუბრა და მას ბათუმის ხელოვნების ცენტრი დაათვალიერებინა.

მოგვიანებით, ბათუმის საოცრებათა მოედანზე გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელშიც, ესპანელ მომღერალთან ერთად,  ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ.

კონცერტს, რომელზეც ათი ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. ხულიო იგლესიასმა  საოცრებათა მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიცი, რომ ქართველი ხალხი ძალიან ძლიერია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მათ შორის ვიმყოფები. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის. მადლობას გიხდით, რომ შესაძლებლობა მომეცა თქვენს ხალხს შევხვედროდი. ისიც ვიცი, რომ ამ ღამით ყველა სახლში, ყველა ოჯახში ჩვენს კონცერტს ადევნებენ თვალს. მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა. მრავალ ახალ წელს დაესწროს მთელი საქართველო და ყოველი თქვენგანი“, - აღნიშნა ხულიო იგლესიასმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)