Google+

რელიზები

01.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი ახალ, 2012 წელს ადლიის სამხედრო ბაზაში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახალ, 2012 წელს ადლიის სამხედრო ბაზაში, თავდაცვის მინისტრთან და ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ დღესასწაული მიულოცა და პირადი ბედნიერება, მხნეობა, გამძლეობა და გამარჯვება უსურვა. 

საქართველოს პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქართველი ერისთვის საქართველოს თითოეული ჯარისკაცი უდიდესი იმედი და საამაყოა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, საუბრისას, ის სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპნენ. 
„ჩვენი მოვალეობაა, რომ ახალ, 2012 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად შევხვდეთ. თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან დიდი პატივია და დანარჩენი საქართველოს სახელით, ეს პატივი მე მხვდა წილად. ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ბევრი სადარდებელი აქვს. ჩვენი ქვეყნის ნაწილი მტერს აქვს ოკუპირებული. ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებენ. გუშინ ავღანეთში ბესო ნინიაშვილი დაგვეღუპა, ჩვენი მებრძოლები მანამდეც დაიღუპნენ და მათი ხსოვნის წინაშე პასუხისმგებლობით აღსავსე ვხვდებით მომავალ ახალ წელს. ხვალინდელ დღეს ვხვდებით იმ იმედით აღსავსე, რომ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას, ბოლომდე დავაყენებთ ფეხზე. ჩვენ არსდროს არ დავუჩოქებთ მტერს და საქართველოს განადგურების მოსურნეებს. 
მინდა ჩვენი დაცემული ბიჭები გავიხსენო. ყველანი, ვინც მწყობრში ვდგავართ, საქართველოს ჯარისკაცები ვართ. ისე არავინ არ ეამაყება ქართველ ერს, როგორც თითოეული თქვენგანი. ქართველ ერს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს, მეომრის უდიდესი ნიჭითაა დაჯილდოებული და დიდი სიბრძნით გამოირჩევა. ჩვენ ვართ მეომარი, მებრძოლი, მეამბოხე ერი, რომელმაც ყველაფერს სწორედ ამ ურყევი სულის გამო გაუძლო.  მე მინდა თითოეულ თქვენგანს მივულოცო ახალი წელი, გისურვებთ პირად ბედნიერებას, მხნეობას, გამძლეობასა და გამარჯვებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)