Google+

რელიზები

16.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში ახალი მრავალპროფილიანი საავადმყოფო გახსნა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოზურგეთს ესტუმრა, სადაც ახალი მრავალპროფილიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა დაათვალიერა, მედპერსონალს გაესაუბრა და პირველი პაციენტებიც მოინახულა.

ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს გურია ყველაზე მოუვლელი კუთხე იყო. არადა, მისი თქმით, ამ მხარეში ყველა პირობაა იმისთვის, რომ საუკეთესო საკურორტო ზონად გადაიქცეს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი საავადმყოფოს გახსნა იმ დიდი პროექტების დასაწყისია, რომლებიც გურიაში მომავალი წლიდან განხორციელდება.      

50-საწოლიანი კლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ახალი ჰოსპიტალი გამორჩეულია იმითაც, რომ გურიის რეგიონის მოსახლეობას პირველად მიეცემა კომპიუტერული ტომოგრაფითა და ციფრული რენტგენოგრაფით სარგებლობის შესაძლებლობა. საავადმყოფოს აქვს ამბულატორიული, თერაპიული, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების, ქირურგიული, სამშობიარო და სხვა განყოფილებები, სადაც ადგილობრივები კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. 
ჰოსპიტალური განვითრების პროგრამის ფარგლებში, კლინიკა სადაზღვევო კომპანია „ალფამ“ ააშენა და იქ 150 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)