Google+

რელიზები

11.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ზესტაფონში ახალი თანამედროვე სტანდარტების კლინიკა გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ზესტაფონში დღეს ახალი მრავალპროფილიანი საავამყოფო გახსნა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. 35 საწოლიანი კლინიკაში პაციენტებს მაღალკვალიფიციური მედპერსონალი მოემსახურება. საქართველოს პრეზიდენტმა საავადმყოფო დაათვალიერა და პირველი პაციენტებიც მოინახულა.

„თბილისში ასეთი სამშობიარო განყოფილებები მხოლოდ ერთი-ორი იყო. საკრებულოში მუშაობის დროს უფასო მშობიარობის ვაუჩერების პროგრამა გვქონდა. მართალია, ხალხმა ამ ვაუჩერებით კარგად ისარგებლა, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ კარგი პირობები მხოლოდ კერძო კლინიკებში იყო, სადაც მშობიარობა 2000 - 3000 ლარამდე ღირდა. ისიც უნდა ითქვას, რომ  ამ საავადმყოფოზე უკეთესი პირობები, იქ ნამდვილად არ იყო. ახლა ყველა რაიონში ისეთი კლინიკაა, როგორიც ადრე მხოლოდ მილიონერებისათვის, ან ძალიან შეძლებული ოჯახებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ზესტაფონის მოსახლეობა ჯერ კიდევ ძალიან ღარიბულად ცხოვრობს, მაგრამ ეს საავადმყოფო, რომელიც სწორედ ამ ხალხისთვის არის განკუთვნილი, თანასწორობის მაგალითს ქმნის. უპირველესად, მოსახლეობას სამკურნალოდ შორს წასვლა აღარ მოუწევს და რაც მთავარია, მათ აქვთ ისეთი კლინიკა, როგორიც ადრე მხოლოდ ელიტისთვის იყო განკუთვნილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, რომლის მშენებლობა სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში უზრუნველყო,  ამბოლატორიული, სტაციონალური, პრეჰოსპიტალური და სამშობიარო განყოფილებები იმოქმედებს. ახალი საავადმყოფო ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და იქ 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი კადრია.

დღესვე ქვეყნის პირველი პირი საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან სადაზღვევო სისტემის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხმა ახალ საავადმყოფოებში მკურნალობა სწორედ სადაზღვევო პოლისების საფუძველზე უნდა შეძლოს. 

„ზესტაფონი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ადგილია. პარლამენტის ქუთაისში გადატანით მთელი რეგიონი, მათ შორის, ზესტაფონიც გამოცოცხლდება. აქაურობის განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. პარლამენტის გადმოტანა ეკონომიკური აქტივობის გადმოტანასაც გულისხმობს და იმერეთს ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სჭირდება. ხალხი უნდა დასაქმდეს და ამას მხოლოდ ფეროშენადნობთა ქარხანა ვერ უზრუნველყოფს. ბევრად მეტია გასაკეთებელი“, - განაცხადა მან მოსახლეობასთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული პედადოგოსთვის, რათა ხელფასებიც გაეზარდოთ და ბავშვებსაც უფრო საფუძვლიანი ცოდნა მისცენ. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)