Google+

რელიზები

12.11.2011
კონსერვატორების მიერ გამართულ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ლონდონთაუერში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საგანგებო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მიღება  კონსერვატორული პარტიის თანათავჯდომარემ  ბარონესა ვასიმ  მისასალმებელი სიტყვითა და მიხეილ სააკაშვილის წარდგენით გახსნა.

“ჩვენს დღევანდელ სტუმარსა და კონსერვატორულ პარტიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით. ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს, რომ 2008 წლის რთულ პერიოდში დევიდ კემერონი საქართველოში ჩავიდა. ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს მხარში სწორედ გაჭირვების დროს უდგანან. ამიტომ, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ შესანიშნავი ქვეყნის შესანიშნავი პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი“, - აღშნიშნა ბარონესა ვასიმ საგანგებო სტუმრის წარდგენისას.
დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, სიტყვით მიხეილ   სააკაშვილმაც მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ კამერონს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ გამოხატა. 
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. აქ ნამდვილად მეგობრული ატმოსფეროა შექმნილი და თავს ოჯახურ გარემოში ვგრძნობ. აქ შეკრებილი ვართ ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და სულ არ არის აუცილებელი ერთმანეთს რაიმე დაჟინებით ვუმტკიცოთ. აქ ისედაც იდეალური ურთიერთგაგებაა. უთუოა, რომ კრიზისისა და დრამატული ცვლილებების ჟამს, იდეალებსა და ღირებულელებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რთულ დროს საქმეს შეიძლება ორნაირად მიუდგე. ერთი მხრივ, შეიძლება გადაწყვიტო, რომ საჭიროა მაქსიმალურად პრაგმატულად მოქმედება და იდეალების გვერდზე გადადება და პრობლემების პრაქტიკულად გადაწყვეტა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მეორე და სუკეთესო გზაა, ბოლომდე მიჰყვე შენს პრინციპებსა და ღირებულებებს და კრიზისი ამგვარად დაძლიო. თუ ისტორიას გადავხედავთ, ამის გაკეთება მხოლოდ იმ მსოფლიო ლიდერებმა შეძლეს, რომელთაც მეორე გზა აირჩიეს. ამიტომ, ევროპასა და მსოფლიოს ახლა ზუსტად ასეთი ლიდერები სჭირდება. ვფიქრობ, რომ დევიდ კამერონი სწორედ ამ ტიპის ლიდერია. 2008 წელს როდესაც რუსული ტანკები გვბომბავდნენ, ის იყო ერთადერთი ევროპელი ოპოზიციონერი, რომელიც ჩვენთან იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც კომერციული ფრენები შეწყვეტილი იყო და ისეთი განცხადება გააკეთა, რომელმაც რუს გენერლებზე, შესაძლოა, იმაზე მეტად იმოქმედა, ვიდრე სხვა მსოფლიო ლიდერების მკაცრმა განცხადებებმა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 
გამოსავლილსას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრა. მან  ყურადღება,  ასევე,  ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევევების  შედეგებსა და  რეიტინგებს დაუთმო. ქვეყნის პირველი პირი რუსულ აგრესიის და იმ პოლიტიკურ წნეხსაც შეეხო, რომელსაც მეზობელი ქვეყანა მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ.
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)