Google+

რელიზები

09.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროს ესტუმრა

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გურიის ერთ-ერთ კურორტს, ბახმაროს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას. მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი დავალებები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრებს მისცა.

„შევქმნათ მონახაზი, თუ სად უნდა აშენდეს სასტუმროები. ამის შემდგომ დავიწყოთ ინვესტორთა მოძიება, რათა გაზაფხულზე დაიწყოს ერთი ან ორი სასტუმროს მშენებლობა. შევქმნათ გეგმა და მოვაწესრიგოთ შიდა ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა პრეზიდენტმა

უახლოეს მომავალში იგეგმება ბახმაროს საქართველოს ერთ-ერთ მაღალი დონის მთის კურორტად ჩამოყალიბდება, რომელიც ზამთრის კურორტის ფუნქციასაც შეითავსებს.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბახმაროში ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე იმყოფებოდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)