Google+

რელიზები

13.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი მესტიას ესტუმრა  

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სვანეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა, უპირველესად, ზუგდიდი-მესტიის გზა მოინახულა, რომლის სამშენებლო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტი ავტომანქანის საჭეს თავად მიუჯდა და 139 კილომეტრიანი გზა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან  რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად  გაიარა. რეაბილიტაციის პროცესში, დაიგო ასფალტისა და ბეტონის საფარი  და აშენდა ორი გვირაბი.

ასევე, პრეზიდენტმა 30-მეტრიანი ხიდიც გახსნა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერაა დაპროექტებული და მესტიის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში ჰოსტელის ტიპის ახალ სასტუმროც დაათვალიერა, რომელშიც რვა ნომერია და ერთდროულად 46 სტუმარს მოემსახურება.

მიხეილ სააკაშვილმა მესტიის პოლიციის შენობის გახსნასაც დაესწრო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, უახლესი არქიტექტურული შენობა, მთელ რეგიონს მოემსახურება.

დღესვე მესტიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მესამეა და განსაკუთრებული არქეტექტურით გამოირჩევა. შენობა ცნობილმა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა დააპროექტა, ხოლო ინტერიერის დიზაინზე ამერიკულმა კომპანიამ „სენტეო" იმუშავა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე,  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და მესტიის მცხოვრებლები დაესწრნენ. მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სახლის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მას დღევანდელი დღე მიულოცა.

მესტიის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს ყველა უწყება, ასევე მესტიის რაიონული პროკურატურა განთავსდება. სვანეთის მოსალეობას საშუალება ექნება ერთ სივრცეში მიიღოს საჯარო და სამოქალაქო რეესტრების მომსახურება, იუსტიციის სახლის სხვა სერვისები. აქვე იქნება ქორწინების სახლიც.

საქართველოს პრეზიდენტმა მესტიიც ქუჩებშიც გაისეირნა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ჰაწვალის მთაზე სვანეთის სტუმრებისთვის სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები მოეწყო. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებს.

დღევანდელი დღე მესტიაში ფოიერვერკითა და კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)