Google+

რელიზები

03.05.2011
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი ესტუმრა

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრა. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. საუბრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო. შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლიტვა კვლავაც რჩება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა საკვანძო საკითხში პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს. დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ თვალსაზრისითაც, რომ ლიტვა ეუთოს თავჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს სამომავლო თანამშრომლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და იმას, თუ რა როლი უნდა შეასრულოს ეუთომ ამ ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა ეუთოს მისიის დაბრუნების აუცილებლობა.  

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის პირველ პირს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

მოგვიანებით, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)