რელიზები
05.01.2011
უშიშროების საბჭოს სხდომა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე გასული, 2010 წელი შეაჯამეს და მომავალი წლის გეგმები დასახეს. საჭოს წევრებმა უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.