რელიზები
09.11.2010
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციულ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის აგენტურული ქსელის გამოვლენასა და დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ დაკავებულ პირთა ექსტრადიციის თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა, განცხადება გაკეთდა, ზოგადად, ამ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ჯაშუშების თემაზე ადმინისტრაცია კომენტარს ამ ეტაპზე, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი, არ აკეთებს.