Google+

რელიზები

04.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2010 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმში  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მანუჩეჰრ მოთაქის.

საქართველოს პრეზიდენტმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობა და საერთაშორისო საკითხები. მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ საქართველოში გაღრმავდება სპარსული ენის, ირანის კულტურისა და ისტორიის შესწავლა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ირანის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მხარი დაუჭირა დიალოგისა და ოფიციალური კონტაქტების გაგრძელებას, აგრეთვე სამართლებრივი ინსტრუმენტების განვითარებას საქართველოსა და ირანს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა P5+1 ფორმატში მოლაპარაკებების განახლების საკითხს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემატიკას უკავშირდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა ირანელი ქალის საკინე მოჰამადი აშთიანის მოსალოდნელ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)