Google+

რელიზები

06.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში გზების მშენებლობის პროცესს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წალენჯიხა-სენაკი-ჩხოროწყუს გზის 90 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს დაესწრო. "წელს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ენერგეტიკის რეაბილიტაცია და გზების მშენებლობა იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას თავად უზრუნველყოფს. მისი თქმით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცენტრალური გზები საუკეთესო ხარისხის იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი სენაკში ევროსტანდარტების შესაბამისი სამხედრო ნაწილის მშენებლობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი სამეგრელოში თავდაცვის მინისტრთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან - მხატვრებთან, ექიმებთან, სპორტსმენებთან ერთად ჩავიდა, რომლებმაც ქართული ჯარის მხარდამჭერი საზოგადოება ჩამოაყალიბეს. პრეზიდენტის თქმით, იგი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 23 ნოემბერს მის პრეზენტაციას დაესწრება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)