რელიზები
07.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე უფასო სასადილოს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე უმწეო მიხუცებისთვის გახსნილი უფასო სასადილო მოინახულა. იგი მოხუცებს გაესაუბრა და მათთან ერთად ისადილა. პრეზიდენტის თქმით, ძალიან ბევრ დამსახურებულ, მშრომელ და ღირსეულ ადამიანს უკიდურესად უჭირს და სახელმწიფომ მათ დახმარება უნდა გაუწიოს. "საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ქვეყანაში შიმშილის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალში უფასო სასადილოების რაოდენობა გაიზრდება და უმწეოთათვის მსგავსი დაწესებულებები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური