Google+

რელიზები

06.10.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში მომხდარი ინიციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რეგიონში ვითარება არ დაიძაბება. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს დაცვა სჭირდება, რასაც სამართალდამცველები უზრუნველყოფენ. მისი თქმით, ფინანსური პოლიციისა და საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები თავის მოვალეობას ასრულებდნენ.

"ჩვენ წესრიგს ვამყარებთ. ყველგან სადაც საჭიროა, ჩვენი პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა. იმ რაიონებში, სადაც ადრე სრული უკონტროლობა იყო, კონტროლს ვაწესებთ, რასაც, გარკვეულ ეტაპზე, ზოგიერთი ძალა ვითარების დაძაბვისთვის იყენებს. მათ ეს არ გამოუვათ! დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს, რომელსაც მაღალი დონის სამართალდამცავი სტრუქტურები ჰყავს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და მოსახლეობას ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვს და ხალხისგან პრობლემებს არცერთ რეგიონში არ მოელის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)