Google+

რელიზები

07.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. "ამ დღეებში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარლამენტრათა ჯგუფი და ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთულის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს ცხინვალის რეგიონის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ორგანიზიციის წარმომადგენლებთან აწარმოებდნენ. დროებითი ადმინისტრაციული ერთეული გარდამავალი ფორმის ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს სრულფასოვანი ავტონომიის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებას. ვთვლი დადგა დრო საბოლოოდ გადავიდეთ სიტყვებიდან საქმეზე და ეს საკითხი პარლამენტში გავიტანოთ. სწორედ ამისათვის იყო საჭირო ამ პროცესებში პარლამენტარებიმ ჩართვა, ვინაიდან ეს არის არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საერთო ეროვნულ-პოლიტიკური ფორუმი, სადაც მონაწილეობას პარლამენტი და ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)